1. ოთხკუთხედი მედუზა
ამ მედუზაზე ჩემს ერთერთ პოსტში მქონდა საუბარი, მაგრამ მაინც შეგახსენებთ , რომ ძალიან საშიში არსებაა. თითოეული საცეცი იმდენ შხამს შეიცავს , რამდენიც 60 ადამიანის მოსაკლავადაა საჭირო. მომაკვდინებელი შხამი მოქმედებს ძალიან სწრაფად, 3 წუთში კლავს ადამიანს. 2. ვეფხვისებრი ზვიგენი
ეს ზვიგენი ჭამს ყველაფერს. მნიშვნელობა არ აქვს მსხვერპლი თევზია, ჩიტი, კალმარი, პატარა ზვიგენი, დელფინი თუ მანქანის საბურავი. ზრდასრული ვეფხვისებრი ზვიგენი იწონის 10 ტონამდე, 3. თევზი – ქვა
არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ეს თევზი მოხვდა ამ სიაში. პირველი – ის არის მსოფლიოში ყველაზე შხამიანი თევზი. მეორე- აქვს ქვის ფორმა და კარგად შეუძლია თავის შენიღბვა, ფერების შეცვლა. ამასთანავე ის პასიურია და იშვიათად ესხმის თავს სხვა არსებებს, უბრალოდ არ უნდა აგერიოთ ქვასი და ფეხი არ დააბიჯოთ. ამ თევზის შხამი იწვევს პარალიზებას. თუ ადამიანი მას ნაპირიდან მოშორებით შეხვდა რა თქმა უნდა პარალიზებული ნაპირამდე ვეღარ გამოვა და დაიხრჩობა. 4. გაბერილი თევზი
ამ თევზის მომაკვდინებელ შხამს ჰქვია ტეტროდოქსინი. მას წამებში შეუძლია ადამიანის მოკვლა. უცნაურია ის ფაქტი, რომ იაპონიაში შეფ-მზარეულები წმენდენ თევზის ხორცს შხამისგან და აკეთებენ სხვადასხვა კერძებს. 5. ზღვის გველი
ეს გველები მოხვდნენ ამ სიაში იმის გამო, რომ ადამიანებს ეშინიათ მათი. სინამდვილეში ისინი არცისე საშიშები არიან მათი სიცოცხლისთვის. ამ გველების შხამი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ადამიანი მოკლას. 6. ლომისებრი თევზი
ეს თევზი ცნობილია თავისი შხამიანი და ეკლიანი ფარფლებით. მისი შხამი მომაკვდინებელი არ არის ხალხისთვის, მაგრამ იწვევს თავის ტკივილს, გულისრევას და სასუნთქ პრობლემებს. ეს სიმპტომები გრძელდება რამოდენიმე კვირა. 7. მარილიან წყლებში მობინადრე ნიანგი
ამ ნიანგებს ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი მტაცებლის სახელი აქვთ მსოფლიოში. იზრდებიან 6 მეტრამდე და წონით არიან 1500 კილოგრამი. ჭამს თითქმის ყველაფერს : მაიმუნებს, კენგურუებს, კამეჩებს, ზვიგენებს და ადამიანებსაც კი. თავდასხმის დროს ის ცდილობს მსხვერპლი დაგრიხოს, რათა გათიშოს და შემდეგ ადვილად შეჭამოს. 8. სკატი
ამ თევზმა ყურადღება მიიპყრო ცნობილი ბიოლოგის და ნიანგებზე მონადირის Steve Irwin-ის სიკვდილის შემდეგ, 2006 წელს. საოცარი ადამიანი ,რომელიც ნიანგებს და გველებს იჭერდა ხელით, ზვიგენებს ეფერებოდა, სხვადასხვა მტაცებელ ცხოველს იშინაურებდა ამ ერთი შეხედვით არც თუ ისე საშიშმა თევზმა იმსხვერპლა. საქმე იმაშია, რომ ამ თევზის კუდი, რომელიც ჰგავს შუბს, შეიცავს უამრავ შხამს. სწორედ ეს კუდი შეარჭო სტივს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. 9. ზღვის ლომი
შეიძლება ზღვის ლომები საყვარელი, ადვილად გაწვრთნადი და ზოოპარკის ვარსკვლავები არიან , მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცხოველები ხშირად თავს ესხმიან ადამიანებს. კალიფორნიაში იყო რამოდენიმე შემთხვევა, როცა ზღვის ლომი თავს დაესხა ადამიანს. მეცნიერების აზრით, ამ ცხოველებს აქვთ მერყევი ხასიათი და უცებ შეუძლიათ გახდნენ აგრესიულები. 10. წყლის გველთევზა
წყლის გველთევზას საკმაოდ ბასრი კბილები აქვს. მის ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება, რადგან ამ თევზების პირის ღრუში უამრავი ბაქტერიაა. წყლის გველთევზები ხშირად იმალებიან ნაპრალებში და ღრმულებში მთელი დღის განმავლობაში, ნადირობას კი ღამით იწყებენ. საზღვაო ექსპერტები მყვინთავებს ურჩევენ, რომ არ მიიტანონ ხელი ნაპრალებთან და ღრმულებთან, რათა თავი აარიდონ ამ თევზის თავდასხმას. არასდროს არ უნდა აჭამოთ ამ თევზს, რადგან თავს დაგესხმებათ წყლის გველთევზების მთელი ჯგუფი. ისინი ჯგუფებად ცხოვრობენ და ნადირობენ. - See more at: http://ucnauri.com/66446/10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/#sthash.yUxF91id.dpuf
წყარო: http://ucnauri.com/66446/10-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E
|