2 და 3 თებერვალს ''საქართველოს პოინტერ კლუბი'' აწყობს მეძებრების საველე გამოყვანა-დათვალიერებას FCI წესებით.(გაშვებულ ხოხობზე) ღონისძიების სტატუსი-არაოფიციალური.
გამოყვანა-დათვალერებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეძებარს. FCI ფორმის საგვარეულოს ქონა სავალდებულო არ არის. ბრიტანული და კონტინენტალური მეძებრების გამოყვანა-დათვალერება ტარდება ცალ-ცალკე. თითოეულ დღეს გამოყვანა-დათვალერება ჩატარდება ფორმატით: 1-სოლო, 2-წყვილები. ექსპონენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ორივე დისციპლინაში სურვილისამებრ. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არაა. კენჭისყრა ჩატარდება ადგილზე. თითოეულ მონაწილეზე გადასახადი შეადგენს 30 დან 50 ლარამდე (ხოხბის ფასის შესაბამისად)-გამოსვლების რაოდენობის მიუხედავად გამოყვანა-დათვალერების ზუსტი ადგილი,დრო და დანარჩენი დეტალები დადგინდება შემდეგი კვირის დასაწყისში.
იმსაჯებს ბ-ნი ს.შაგინოვი.
საკონტაქტო პირი: გიორგი კუხალეიშვილი მობ. 5 93 60 30 40
დაწვრილებით...
|