სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი", ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან
(WWF) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორასთან" (FFI) ერთად, აგრძელებს
ლეოპარდისა და ფოცხვრის კვლევას ფოტოხაფანგების მეშვეობით. კვლევა მიმდინარეობს
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებსა და ჭაჭუნას აღკვეთილის მიმდებარედ. ჩვენი ძირითადი
მიზანია ლეოპარდის ახალი ფოტოს გადაღება და ფოცხვრის აღრიცხვა სემიარიდულ ეკოსისტემაში.
ამა წლის მარტში საკვლევ ტერიტორიაზე 50 ფოტოხაფანგი დავაყენეთ
და უკვე პირველი შედეგებიც გვაქვს.
"ნაკრესმა", WWF-მა და დაცული ტერიტორიების სააგენტომ წამოიწყეს ერთობლივი
კვლევა თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. კვლევის მიზანი ამ ტერიტორიაზე
ლეოპარდის
არსებობის დამადასტურებელი ფაქტების მოძიებაა. პირველი საველე სამუშაოები
ზაფხულში ჩატარდა. ივლისის თვეში თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე 11 ხაფანგი
დავამონტაჟეთ.
სექტემბერში ფოტოხაფანგები შევამოწმეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ:
90-იან წლებამდე საქართველოში მაჩვზღარბის არსებობის შესახებ არავითარი
ცნობები არ არსებობდა. ითვლებოდა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ეს ცხოველი არ
ბინადრობდა. ივრის ზეგანზე "ნაკრესის" მიერ 1999-2000 წლებში ჩატარებულმა
კვლევებმა პირველად დააფიქსირა ამ ცხოველის არსებობის კვალი (თათის
ანაბეჭდი, ეკლები და ექსკრემენტი).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!