| ცხოველები ბავშვობიდან უყვარს. ახსოვს, მამას ზოოპარკში სასეირნოდ ხშირად დაჰყავდა. თან ეზოიან სახლში იზრდებოდა; კატა და ძაღლი ყოველთვის ჰყავდა. პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია. ბიოლოგიურზე ჩააბარა და მისი დიდი თავგადასავალიც იმ დღიდან დაიწყო. პირველი გასვლა ველურ ბუნებაში და მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც 36 ქვეყანაში მოგზაურობამ ვერ გადაფარა; ვარსკვლავებთან "მიახლოება"; დაკვირვება გორილებზე, აფთრებზე, მგლებზე და სპილოებისგან ბედად გადარჩენა - ამ ყველაფერზე ლევან ბუთხუზი ისეთი აღტაცებით საუბრობს, შეუძლებელია, ველური ბუნებისადმი ინტერესი არ გაგიჩნდეს. მე კი მასთან ერთად საინტერესო "მოგზაურობაში" გეპატიჟებით.
- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, ჩვენი ოჯახის ახლობლის - გამოჩენილი მეცნიერის, იასონ ბადრიძისგან მივიღე შეთავაზება, მასთან ერთად მემუშავა, ველურ ცხოველებზე დაკვირვება მეწარმოებინა. ბუნებრივია, დავთანხმდი. მალე ზურა გურიელიძესთან, გიგი თევზაძესთან, გია თოდუასთან ერთად |