მარინე ჩიხლაძე,
"დაცულ
ტერიტორიებზე ნადირობის ნებართვის დაშვება სულაც არ მიმაჩნია საძრახის
საქმედ, მაგრამ "კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა", ამასთანავე, კარგი
შემსრულებელიც, რომელიც მხოლოდ მოვალეობისთვის კი არ იმოქმედებს, არამედ
ბუნებისა და მისი შვილების გულშემატკივარი იქნება", _ ამბობს ენვერ
(ერმოგენ) კომახიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "გურიის სამონადირეო
ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის" დამფუძნებელი. იგი ძველი მონადირეა და
საქართველოს მთა-ბარი ფეხდაფეხ აქვს მოვლილი. განსაკუთრებით, გურიის
ფლორისა და ფაუნის ქომაგია და ათეული წლების წინ, საქართველოში პირველმა
ჩამოაყალიბა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, "ფრთები
კარგად ვერ გაშალა", ზოგიერთებმა კარგი იდეებიც კი გამოსტყუეს და მერე
თვითონ გამოიყენეს.