| უთუოდ, ყველაზე გამანადგურებელია წყალსატევის მოწამვლა. მოწამლვისას წყალსატევის დიდ მონაკვეთზე ან მთლიანად წყალსატევში იღუპება ყველა ცოცხალი ორგანიზმი. საბჭოთა ეპოქაში მომწამვლელთა პირველობა ყოველთვის წყალსატევის პირას განლაგებულ საწარმოებს (ქარხნებს, ფაბრიკებს, მეფრინველეობის ფერმებს) ეკავათ, რომლებიც რეგულარულად უშვებდნენ წყალში მომწამვლელ ნივთიერებებს და აწყობდნენ ლოკალურ ეკო კატასტროფებს. არც სოფლის მოსახლეობა აკლებდა პატარა მდინარეებს და ღელეებს, აქ ისენი ყრიდნენ აზოტის სასუქს, რომელიც საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად მუქთი იყო. გავიდა წლები, სასუქი გაძვირდა, ქარხნები დაინგრა და საბედნიეროდ წყალსატევების მოწამვლამაც იკლო. თუმცა ის ახალი საწარმოები, რომლებიც ახლახანს შეიქმნა, ტრადიციას არ იტეხენ და იმის მაგივრად რომ გასაფილტრი სადგურები შეიძინონ, რეგულარულად ღვრიან ტოკსიკური ნარჩენებით გაჯერებულ წყალს მდინარეებში, |