ლევან სეფისკვერაძე
განთიადის 5 საათია. ჯერ თბილისის გარეუბნებშიც კი სძინავთ.Aარ სძინავთ მხოლოდ ავჭალელ "მეთევზე" ბრაკონიერებს. რომლებიც საგულდაგულოდ ამზადებენ "დენის აპარატსა" და ნათხოვარ უზარმაზარ ბადეს, რომელიც გარემოს დამცველებისათვის თვალის ასახვევად მიაქვთ. ეს ძველი და კარგად ნაცადი ხერხია, რომლითაც არც ერთი "გედი" (გარემოს დამცველი ინსპექტორი) არ ტყუვდება, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას. მით უმეტეს, რომ განთიადისას, მტკვრისპირ ავჭალაში გარემოსდამცველები იშვიათად დადიან.
სამი ბრაკონიერი და მე
სამი ბრაკონიერი, რომლებიც ჩვენ გავიცანით, ავჭალელები არიან და უკვე ხუთ წელზე მეტია, რაც ამ საქმით არიან დაკავებულები. ახლა ძირითადად ელექტროაპარატით გადიან ფონს, თუმცა ადრე არც ქიმიური ფხვნილებით მტკვრის მოწამვლასა და ამ გზით თევზის დაჭერას ერიდებოდნენ.