მთავარი » 2012»აგვისტო»13 » ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები დააკავეს
17:11:39
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები დააკავეს
2012 წლის 5 აგვისტოს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციის პატრულირების შედეგად გამოვლენილ იქნა შემდეგი სამართალდამრღვევი პირები: გიგა ქათამაძე, ირაკლი ბაბუხადია, თეიმურაზ ტყემალაძე, დიმიტრი ჩიტინაშვილი, ლუკა მუმლაძე და ნუგზარ გიოშვილი, რომელთაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩნდათ. სულ ამოღებულ იქნა 6 იარაღი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მიერ, სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 893–ის პირველი ნაწილის შესაბამისად, რის შედეგადაც ისინი დაჯარიმდნენ 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის თანხლებით გადააადგილება იკრძალება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!