ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წუხელ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიწვა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი, ცეცხლი ძირითადად ბუჩქებსა და ბალახზე იყო გავრცელებული.
დაიწვა ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეების საზამთრო ფერმაც, რომელიც დაცარიელებული იყო,
15 საათიანი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შემდეგ, ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ცეცხლის საბოლოოდ დაქრობის მიზნით სამუშაოები გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს აწარმოებდა, ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივები, ასევე შინაგანი ჯარი და შსს-ს ქვედანაყოფები.
Internet.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!