1945 წლის მიწურულიდან მოყოლებული მთელი საქართველო მოელოდა, რომ საბჭოთა არმიის ნაწილები თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებს გადალახავდნენ და ისტორიული საქართველოს კუთვნილ მიწა-წყალს კვლავ დედასამშობლოს დაუბრუნებდნენ.
ბევრს არც კი ეეჭვებოდა, რომ ეს დიდი ისტორიული მოვლენა სულ ახლო მომავალში მოხდებოდა, იმდენად დიდი პოლიტიკური თუ სამხედრო სამზადისი უძღოდა წინ ე.წ. "თურქეთის საქართველოს" შემოერთებას.