სამხრეთ ჩინეთში, გუნასი-ჯუანის რეგიონში მეთევზეები და ტურისტები საოცარი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. ერთ-ერთმა ტურისტმა დელფინი შენიშნა, რომელიც საკუთარ მკვდარ ნაშიერს ზურგით ატარებდა.
დედა დელფინს მკვდარი ნაშიერი 3 დღის განმავლობაში ზურგზე მოკიდებული დაჰყავდა. ზღვა ძალიან ღელავდა და დელფინი ტალღებს აპობდა, თუმცა შვილს წყალში არ ტოვებდა.
"უეცრად დელფინი დავინახეთ. პატარა დელფინი წყალში რამდენჯერმე ჩავარდა, მაგრამ დედა დელფინი ყოველ ჯერზე მის ამოყვანას ცდილობდა. პატარა დელფინი ორი, თუ სამი დღის მკვდარი იყო, მაგრამ დედა მას არ ტოვებდა. როდესაც ჩვენს გემთან ახლოს გაცურა, მაშინ გავაცნობიერეთ, რაც ხდებოდა, ეს ყველასთვის რთული საყურებელი იყო", - ამბობს მეთევზე.
დელფინს მკვდარი შვილი ნაპირიდან ზღვის სიღრმისკენ მიჰყავდა. ის სავარაუდოდ გემის პროპელერმა მოკლა.