მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისა თუ კომპანიების რეიტინგებს მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემები, ტრადიციულად, აპრილ-მაისში ადგენენ, რაც, რასაკვირველია, წინა წლის სხვადასხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით ხდება. მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის სიის შედგენისას, როგორც წესი, ძირითად კრიტერიუმად კომპანიის წლიური შემოსავალი მიიჩნევა. თუ მსოფლიოს 10 უმდიდრესი კომპანიის ბოლო წლების რეიტინგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ზოგი კომპანია ათეულში სტაბილურად ხვდება, მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი ის არის, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ეს ფულის მკეთებელი გიგანტები: ამ სიაში ყველაზე "ღარიბი" დღეში დაახლოებით 550 მილიონ დოლარს აკეთებს, რაც საათში 23 მილიონია, ხოლო წუთში დაახლოებით 380.000 დოლარს შეადგენს!
დაწვრილებით...
|