მთავარი » 2012»მაისი»22 » სუფსელები სიღარიბესა და ჰაერის დაბინძურებას უჩივიან
17:56:59
სუფსელები სიღარიბესა და ჰაერის დაბინძურებას უჩივიან
ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბეა. 1500-კომლიანი სოფელი, ძირითადად, პენსიებითა და სოციალური დახმარებებით არსებობს. თხილი, რომელიც ხშირად გურული სოფლების ერთადერთი შემოსავალია, აქ არ ხარობს.
ხალხი სოფლის თვითმმართველობის ორგანოების უფუნქციობითაც შეწუხებულია. "გამგებელი რისთვის გვყავს, ვერ გავიგეთ. სოფელს საკუთარი ბიუჯეტი წაართვეს, გამგებელს ხელფასი 700 ლარი აქვს, მაგრამ მიცვალებულის ცნობასაც ვერ გასცემს, რაიონის ხელმძღვანელობას თუ არ შეუთანხმა", - ამბობენ სუფსელები.
მოსახლეობის პრობლემებს რკინიგზაც ემატება. მატარებლების ხშირი მიმოსვლის გამო, ჰაერი საგრძნობლად არის დაბინძურებული. "ნავთობი გადააქვთ მატარებლით და საშინელი სუნი დგება. ვიხრჩობით გამონაბოლქვით. ზარალდებიან ჩვენი შვილები, მაგრამ ეს არავის აინტერესებს," - ჩივის მოსახლეობა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!