ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მაისი » 12 » კლონირება    

16:38:04
კლონირება


კლონი – ეს არის ორგანიზმი ან ორგანიზმების ჯგუფი, რომლებიც მიიღება სხვა ორგანიზმიდან უსქესო გამრავლების გზით. ჩვეულებრივ, კლონის წევრები, მუტაციით გამოწვეული განსხვავებების გამოკლებით, იდენტურნი არიან მემკვიდრეობითი მახასიათებლების ანუ მათი გენების მიხედვით, მაგ. ერთი კვერცხუჯრედის გაყოფით გაჩენილი ტყუპები კლონის წევრებს წარმოადგენენ. კლონირების გზით მრავლდება ერთუჯრედიანი ორგანიზმების უმრავლესობა, ბევრი წყალმცენარე, ზოგიერთი საფუარა სოკო, ასევე ცხოველური ორგანიზმები (ბრტყელი ჭიები) და მცენარეები (ბაბუაწვერა). კლონირების გზით შეიძლება მიღებული იქნას იდენტური ტყუპი ცხოველები. ამისათვის ხდება საშვილოსნოდან მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე ჩანასახის ამოღება, გახლეჩა და თითოეული ნაწილის ჩანერგვა (იმპლანტაცია) სუროგატი დედის შიგნით. ამ გზით განხორციელებული იქნა თაგვებისა და ცხვრის კლონირება.

კლონირების შესახებ ხმაური წარმოიშვა 1997 წელს, როცა მეცნიერებს საშუალება მიეცათ მოეხდინათ არამარტო ჩანასახის, არამედ ზრდასრული ძუძუმწოვარა ცხოველების კლონირება. შოტლანდიაში, როსლინის ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა იან ვილმატის (lan Wilmut) ხელმძღვანელობით დაამუშავა მეთოდიკა, რომელიც იძლევა საშუალებას დედა ცხვრის ცურიდან ამოღებულიყო მთელი მემკვიდრული ინფორმაციის მატარებელი ქრომოსომების შემცველი ბირთვი, რომლითაც ჩანაცვლებული იქნა სხვა ცხვრის უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბირთვი. შემდგომ მოხდა ამ კვერცხუჯრედის იმპლანტაცია დედობილის ორგანიზმში. ამის შედეგად ქვეყანას მოევლინა დონორი ცხვრის ზუსტი ასლი. ვილმატისა და თანაავტორების მიერ 1997 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიის ბოლოს დაიბეჭდა კლონირებული ცხვრის დოლისა და მისი სუროგატი "დედის” ეფექტური ფოტოსურათი. კლონირების ტექნიკა ჯერ კიდევ არაა სრულყოფილი. დოლის კლონირების წარმატებულ ექსპერიმენტს წინ უძღოდა მსგავსი ექსპერიმენტების განხორციელების უამრავი წარუმატებელი მცდელობა, თუმცა მან უჩვენა მსოფლიოს, რომ მსხვილი ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანების გენეტიკური კოპირებისათვის პრინციპული წინააღმდეგობანი პრაქტიკულად არ არსებობს. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორი ე. სვერდლოვი ИТАР-ТАСС-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ასეთ კომენტარს აკეთებს: ”ცხოველთა კლონირების ცდების შედეგები გვიჩვენებს, რომ უმრავლეს შემთხვევაში გამოვლინდა განვითარების ანომალიები, ხოლო კლონირებული ადამიანის სიცოცხლე კოშმარული გახდება, ვინაიდან 30 წლის ასაკისათვის იგი შეიძლება მხცოვან მოხუცად გადაიქცეს. 99,9 %_ში შესაძლებელია განვითარდეს სიმახინჯეები, რაზედაც მეტყველებს დოლის გაჩენამდე 300 წარუმატებელი მსგავსი ოპერაცია – მკვდრადშობადობა ან თანდაყოლილი სიმახიჯეების განვითარება.”

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ვიმ დოისენბერგმა, რომელიც მომავალ წელს პენსიაზე გადის, იხუმრა, კარგი იქნება თუ ჩემს ადგილს ჩემივე კლონი დაიკავებსო. მისი ნათქვამიდან რამდენიმე დღის შემდეგ პირველი კლონირებული ადამიანის დაბადება ამცნეს მსოფლიოს. ისე რომ, თუ დოისენბერგს მისი კლონი ვერ მოესწრება, ბანკის შემდეგ პრეზიდენტს ასეთი შანსი შეიძლება მართლაც მიეცეს.

თუმცა, ხუმრობა იქით იყოს, და ახალდაბადებულ კლონირებულ გოგონას, მას სახელად ევა ჰქვია, მეცნიერები კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებენ. ძუძუმწოვართა კლონირების გამოცდილებიდან (დღეისთვის კი გარდა ყველასთვის ცნობილ ბატკან დოლისა, უკვე მიღებულია კლონირებული თაგვები, კატები, თხები და გოჭები) ცნობილია, რომ ასეთი ცხოველი მრავალი დეფექტით იბადება და ადრევე ბერდება.

მაგრამ ამას არ შეუშინებია არც კომპანია კლონეიდი და არც ამერიკელი ქალი, რომლის სახელი ცნობილი არ არის. ბავშვი, ბოსელიეს თქმით, ჯანმრთელი დაიბადა, იწონიდა 3 კგ-ს და 200 გრამს და შექმნილ იქნა ქალის კანიდან აღებული "დი-ენ-ეიდან”. ფაქტობრივად, ის თავისი მშობლის იდენტური ტყუპია, ოღონდ მასზე 31 წლით უმცროსი. ბოსელიეს თქმით, ქალმა ბავშვის ყოლის ასეთი გზა იმიტომ აირჩია, რომ მისი მეუღლე უნაყოფოა.

ბოსელიე ამბობს, რომ "კლონეიდი” კიდევ ოთხი კლონირებული ბავშვის დაბადებას ელის: ერთი ევროპაში, ერთი ჩრდილოეთ ამერიკაში, ორიც აზიაში დაიბადება. გარდა ამისა, კომპანია კიდევ 20 წყვილთან მუშაობს. ევროპელ ბავშვს ლესბოსელ ქალთა წყვილი მოელის და ის ერთ-ერთი მშობლის ასლი იქნება. აზიელი ბავშვები გარდაცვლილი ბავშვების კლონები იქნებიან. ამ ბავშვების უჯრედები საგანგებოდ იქნა შენახული კლონირების მიზნებისთვის.

ბოსელიეს თქმით, 10 ექსპერიმენტიდან, 5 ორსულობა წარმატებით დაგვირგინდა. ამ განცხადებას მეცნიერები დიდი უნდობლობით შეხვდნენ: ძუძუმწოვართა კლონირებისას 50 პროცენტიანი წარმატება წარმოუდგენელია. ბატკან დოლის შემქმნელ შოტლანდიელ მკლევარს დოლის მიღებამდე 276 წარუმატებელი ცდა ჰქონდა ჩატარებული. ძუძუმწოვართა კლონირებისას წარმატება, როგორც წესი, 5 პროცენტსაც არ აღწევს.

გარდა "კლონეიდისა”, კლონირებული ბავშვების გაჩენაზე მუშაობენ იტალიელი ექიმი სევერინო ანტინორი და ამერიკის კენტუკის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი პანოს ზავოსი.

ბიოტექნიკური კომპანია "კლონდეილი” დაარსებულ იქნა რაელიანების სექტის მიერ, რომელიც თვლის, რომ თვით ადამმანი კლონირებით შექმნეს უცხოპლანეტელებმა. რაელიანების სექტა კი დააარსა ფრანგმა ჟურნალისტმა 56 წლის კლოდ ვორილიონმა, რომელსაც მეგობრები რაელს ეძახიან. ის კი საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს.

კვირას ამერიკულ გაზეთ "მაიამი ჰერალდისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ 1973 წლის 13 დეკემბერს პარიზის გარეუბანში შეხვდა უცხოპლანეტელებს, რომლებმაც უთხრეს, დედამიწაზე სიცოცხლე ჩვენმა მეცნიერებმა მოიტანესო.
შარშან თებერვალში კი რაელმა აშშ-ს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კოსმოსში იესო ქრისტეს, ბუდასა და მუჰამედს შეხვდა.

კვირის ინტერვიუში, ფლორიდაში რაიელმა თქვა, რომ "კლონდეილთან” კლონირებაზე რიგში ორი ათასი ადამიანი დგას, და თითოეული მზად არის, 200 ათასი დოლარი გაიღოს საკუთარი თავის ან ახლობლის ასლის მისაღებად.

ადამიანის რეპროდუცირება 30-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული. თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, მხარს უჭერს ადამინის კლონირების ამკრძალავი კანონის მიღებას.

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გამოვიდა ადამიანის კლონირების მსოფლიო მასშტაბით აკრძალვის მოწოდებით. "საფრანგეთში ასეთი პროცედურა, რომელიც ბღალავს ადამიანის ღირსებას ბოროტმოქმედებად ითვლებაო,” თქვა მან.

კვირას პარიზის არქიეპისკოპოსმა ჟან-მარი ლუსტიჟემ ადამიანის კლონირება ნაცისტების პრაქტიკას შეადარა.

გერმანიამ და საფრანგეთმა 2001 წელს გაეროში შეიტანეს კონვენციის პროექტი ადამინის კლონირების აკრძალვის შესახებ, მაგრამ აქამდე ამის თაობაზე შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.

ზოგიერთი მეცნიერი არ უარყოფს კლონირებას სამკურნალო მიზნებით. ოთხშაბათს სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აპირებს ადამიანის ემბრიონის კლონირებას, თავის და ზურგის ტვინის მძიმე დაავადებათა სამკურნალო პრეპარატების მიღების მიზნით. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის სტენფორდის უნივერიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს მსგავსი სამუშაოების ჩატარებას.

მეცნიერთა სიტყვით, ემბრიონის ელემენტარულ უჯრედებს, მოზრდილის უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლიათ სხეულის სხვადასხვა ორგანოებად განვითარება, რაც ზოგიერთი მძიმე დაავადების, მათ შორის ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატის გამომუშავების იმედს იძლევა. ამასთან, მკვლევართა თქმით, საჭირო ემბრიონი 14 დღისაც კი არ არის, მისი ზომა სულ რამდენიმე მილიმეტრია, და ადამიანს არაფრით არ წააგავს.

2002 წლის ივლისში 25-ე დაბადების დღე გადაიხადა ლუის ბრაუნმა, სინჯარის პირველმა ბავშვმა. მისმა გაჩენამ თითქმის ისეთივე ცხოველი დებატები გამოიწვია, როგორიც დღეს გასულ კვირაში დაბადებულმა ევამ. სინჯარის ბავშვები ჩვენს დროში ჩვეულებრივი მოვლენაა. გამორიცხული არ არის 25 წლის შემდეგ ჩვენი პლანეტის მცხოვრებთ გაუჭირდეთ იმის გაგება, რატომ ატყდა ასეთი ალიაქოთი კლონირების გამო.



წყაროhttp://ucnauri.com/206714/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2296 | დაამატა: lengo88 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика