ვიდეოს ავტორი YouTube-ზე წერს, რომ ლაბრადორ-რეტრივერი, სახელად ლი ლი, ჩინეთში, ქალაქ ნენინგში ადგილობრივი "სელებრითია." ის თავისი პატრონის ველოსიპედს დარაჯობს, შემდეგ უკანა სკამზე ძვრება და ასე მგზავრობს. YouTube-ის ერთერთმა მომხმარებელმა პატრონი გამოლანძღა - coolman949 ფიქრობს, რომ ძაღლი ველოსიპედიდან შეიძლება ადვილად გადმოვარდეს.
ვიდეოს ავტორის ინიციატივით ინტერნეტში ახალი საიტი გაჩნდა, სადაც ლაბრადორი ლი ლისთვის ახალი სკამის კონსტრუქციის შესამუშავებლად იდეებს ეძებენ. საიტის და ვიდეოს ავტორი სკამის შესაქმნელად ფულის შეგროვებასაც აპირებს.