მთავარი » 2012»მაისი»7 » მიწისძვრის ეპიცენტრში 19 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
21:43:22
მიწისძვრის ეპიცენტრში 19 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა
მიწისძვრის ეპიცენტრში ამ დრომდე 19 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინტერპერსნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგმა ინგა ხელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ბიძგები მიწისძვრის თანმდევია და მცირე ზომის ბიძგები შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს. 19 ბიძგიდან დაახლოებით 4-5 იყო 4 მაგნიტუდაზე მეტი, დანარჩენი - საშუალო და მცირე სიძლიერის.
"მიწისძვრა, რომელიც აზერბაიჯანში დაფიქსირდა, საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტში არ ყოფილა", - აღნიშნა ინგა ხელაშვილმა.
აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით, 08.40 საათზე დაფიქსირდა. საქართველოში ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრში კი - 12-ბალიანი შკალით 7 ბალი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!