11, 12, 13 მაის გაიმართება საველე შეჯიბრი , მეძებარ ძაღლთა შორის, (პარასკევი, შაბათი, კვირა)
სად და როგორ , რა დროს დაიწყება საველე შეჯიბრი ამას ოთხშაბათისთვის შეგატყობინებთ , უბრალოდ ინფორმაცია რო ყველას ჰქონდეს მაგიტო ვწერ ნაადრევად , რომ თადარიგი დავიჭიროთ და წინასწარ დავგეგმოთ დასწრება, მოგეხსენებათ წელს მწყერი გვიან მოვიდა ცივი ამინდების გამო, შემდეგ წვიმებმა დაიგვიანა და ცხელმა ამინდებმა ხელი შეუშალა ბალახს გაზრდაში, ასე რომ შეიძლება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არც ჩატარდეს საველე ცუდი პირობების გამო როგორც ძირითადად ტარდებოდა ხოლმე, თან ფრინველი (მწყერი) ნაცნობ ადგილებში ისეთი რაოდენობით არ გვხვდება როგორიც საკმარისი იქნებოდა საველე შეჯიბრის ჩასატარებლად.
ვისაც ააქვს დრო და საშვალება ამ ულამაზეს სანახაობას დაესწროს, უბალეშიკოს თავის ფავორიტს ვთხოვ ბაზიერის ქუდის დახურვა არ დაავიწყდეს თავზე და ისე დაესწროს საველეს,