5 ივნისს 78 წლისა გახდებოდა, თუმცა მის მეუღლეს - მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ძალიან უჭირს ამ ასაკის დასახელება: 78 წელი ძალიან ბევრია ადამიანისთვის, რომელმაც თავის სიცოცხლეშივე დაამარცხა ასაკი. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლისა იყო მეგრელი მილიციელი, ან გაბუტული ლუარსაბი... ან იმას რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენი წლის იყო თამადა, რომელიც თავის ფაცხაში მოწყობილ ლხინს ნამდვილ სანახაობად აქცევდა ხოლმე... ბავშვივით იცოდა მოლხენა - მთელი სულითა და გულით... ლექსებსაც წაიკითხავდა. ბევრს არა, სულ რამდენიმე ლექსს კითხულობდა... მაგრამ ისე კითხულობდა, ვერასდროს ვეღარავინ რომ ვერ წაიკითხავს.