ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აპრილი » 25 » მექსიკის სიმბოლო    

16:13:55
მექსიკის სიმბოლო
მექსიკის უძველესი მკვიდრი მოსახლეობის, აცტეკების აზრით, აგავა ერქვა ოთხასძუძუიან ღმერთქალ მაიაუელს, რომლის მაცოცხლებელი, ჯადოსნური რძით არა მარტო მისი შვილები იკვებებოდნენ. მაიაუელი მხოლოდ 8-10 წელიწადში ერთხელ ხდება დედა და ივსება ჯადოსნური წვენით, ასევე იშვიათად ყვავის აგავაც.

ყველა ხალხს აქვს ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია მათ ნაციონალურ სასმელთან. 

ყველგან, სადაც შაქრის შემცველი მცენარეები იზრდებოდა, მისგან იღებდნენ სასმელს: ევროპის თბილ ქვეყნებში - ყურძნისა და ხილის ღვინოს, რუსეთში - შინაურ ლუდს, ბრაგას, საქართველოში - ვაზისგან ღვინოს, მექსიკაში კი პულკეს, რომელიც აგავის წვენისგან მზადდება. 

მიუხედავად იმისა, რომ აგავის სასმელს არც ისე სასიამოვნო სუნი აქვს, დღემდე მეტად პოპულარულია იმის გამოც, რომ ნოყიერია და სამკურნალო თვისებები აქვს. 

შორეულ წარსულში პულკეს დაყენება პრივილეგიად მიიჩნეოდა და მხოლოდ ქურუმები და დიდგვაროვნები სვამდნენ ან ისინი, ვინც ღმერთებისთვის უნდა შეეწირათ... 

დანარჩენს კი პულკეს დალევის უფლება ე.წ. მიცვალებულთა დღეებში ეძლეოდათ - კალენდარული წლის უკანასკნელ ხუთ დღეს. ამ წესის დამრღვევი დამნაშავედ მიიჩნეოდა და სახალხოდ გაროზგვა ან სულაც სიკვდილი ემუქრებოდა.

თეთრკანიანი ესპანელი დამპყრობლები იქაურებს ციდან ჩამოფრენილი გარმიანელები ეგონათ და სტუმართმოყვარე ადგილობრივი მოსახლეობა "ღმერთებს" პულკეთი უმასპინძლდებოდა. ეს სასმელი ესპანელებს ძალიან მოეწონათ. 

ევროპელებმა არაბებისგან აითვისეს აქროლვის ტექნოლოგია, ხოლო ინდიელებმა ევროპელებისგან - დესტილაცია.
აგავის წვენის პირველი აქროლვა 1521 წელს მოხდა და გაჩნდა სრულიად ახალი პროდუქტი. 

წარმოების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა: აგავის მკრეფავები მაჩეტეთი ჭრიდნენ მცენარის წამახულ ფოთლებს. დარჩენილ ბოლქვებს ქვით მოპირკეთებულ სპეციალურ ორმოებში აცხობდნენ, ფქვავდნენ და ხარშავდნენ. 

მიღებული სითხე შაქრის დიდ რაოდენობას შეიცავდა. ამის შემდეგ დადუღებულ წვენს ერთჯერადად ააქროლებდნენ, მიღებულ 40-გრადუსიან პროდუქტს"მესკალი" უწოდეს, მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ იყო ტეკილა.

ათწლეულები გავიდა პატარა ქალაქ ტეკილას დაარსებამდე, სადაც"მესკალს" აწარმოებდნენ. მას შემდეგ მექსიკამ რამდენიმე სამოქალაქო და განმათავისუფლებელი ომი გადაიტანა, თავისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა, მაგრამ ქალაქ ტეკილაში წარმოებული"მესკალი" სულ უფრო მეტ თაყვანისმცემელს იძენდა.

წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფასთან ერთად ტეკილა მთელ მსოფლიოში გაჩნდა. მის წარმოებას ზოგჯერ კრძალავდნენ კიდეც, მაგრამ ძნელბედობის ჟამს იგი სანდო ვალუტად და მეამბოხეთა საყვარელ სასმელად მიიჩნეოდა... 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტეკილა მექსიკის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დროთა განმავლობაში ტეკილა საერთაშორისო ბრენდად გადაიქცა და საჭირო გახდა მისი დაცვა სიყალბისა და ფალსიფიკაციისგან.

1977 წელს ტეკილას დასაცავად საგანგებო კანონიც კი მიიღეს. მას შემდეგ ტეკილას უწოდებენ იმ სპირტიან სასმელებს, რომლებიც მზადდება ცისფერი აგავის წვენისგან და ეს აგავა იზრდება მხოლოდ ხალისკოს შტატში და გუანახუატოს, მიჩოაკანის, ნაიარიცის, ტამალიუპასის შტატების ზოგიერთ მონაკვეთზე.

ტეკილას გემო რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული - იმ ნიადაგის შემადგენლობასა და ტენიანობაზე, სადაც აგავა მოჰყავთ, მისი დამუშავების თავისებურებაზე, წყალზე, საფუარზე... 

ყველა მწარმოებელს თავისი საიდუმლო აქვს, მაგრამ მთავარი, რაც ხარისხზე მოქმედებს, სასმელში აგავის წვენის რაოდენობაა.

ახალდამზადებული ტეკილა ორი სახეობისაა: Blan­co (თეთრი) და Oro (ოქროსფერი).

ახალდამზადებული ტეკილა გამჭვირვალეა, მაგრამ თუკი მას სხვა ელფერი გადაჰკრავს, მასში დამატებულია 100%-იანი ტეკილა"ანიესა". სწორედ ამის გამო არის ტეკილა Oro ოქროსფერი.

სტანდარტულ ტეკილას მექსიკაში პატარ-პატარა ულუფებით სვამენ და აყოლებენ სანგრიტს - ტომატის წვენის, ლაიმას და მწარე წიწაკის ნაზავს.

მარილისა და ლაიმის გამოყენება ტეკილაში მექსიკის გარეთ უფროა მიღებული. თუმცა ლეგენდა მოგვითხრობს მე-19 საუკუნეში აფეთქებულ ეპიდემიაზე, რომელიც ექიმებმა იმით შეაჩერეს, რომ ავადმყოფებს აძლევდნენ ტეკილას მარილთან და ლაიმთან ერთად. 

მარილი და ლაიმა მარტო სიცოცხლის ნაწილი არ გახლავთ, იგი აუცილებელი კომპონენტებია ტეკილას გემოს აღსაქმელად.
მექსიკასა და მის მიმდებარე მხარეებში აგავის 300-მდე სახეობა იზრდება. ევროპაში აგავა ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შეიტანეს. 

განსაკუთრებით გავრცელდა გავე ამერიცანა, როგორც დეკორატიული მცენარე. აგავის ფოთლებისგან ამზადებენ ბაგირებს, თოკებს, შესაფუთ მასალას და უხეშ ქსოვილს, ნარჩენებისგან კი - ქაღალდს. აგავის ზოგი სახეობისგან მზადდება ბოჭკო. 

მექსიკაში არსებული აგავის ზოგ სახეობას მედიცინაში იყენებენ, მაგალითად, მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.
ბერძნულიდან ნათარგმნი სიტყვა"აგავა" ნიშნავს,"შესანიშნავ, არაჩვეულებრივ აღნაგობას".


წყაროhttp://marao.ambebi.ge/hobi/mcenareebi/281-meqsikis-simbolo.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1845 | დაამატა: lengo88 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика