მთავარი » 2012»აპრილი»25 » საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს
16:00:28
საშიში პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა აჭამოთ ძაღლს
ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ჩვენს საკვებში შემავალი პროდუქტი არა მარტო ცუდად მოქმედებს ძაღლის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არამედ შესაძლოა ცხოველი სერიოზულად დააავადოს.
ყველაზე გავრცელებული საშიში პროდუქტი
• ცხიმიანი ხორცი და ქონი, გამანადგურებლად მოქმედებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. • მაგარი ძვლები ძაღლის კბილებს ანადგურებს და შესაძლოა ნაწლავის დაზიანებაც გამოიწვიოს. • ხორცის ფარში ნაწლავში ნახევრად გადამუშავებული ხვდება და შესაძლოა მისი გაღიზიანება გამოიწვიოს.
სახლში ძაღლის ყოფნამ ისე იცის მიჩვევა, რომ ხშირად მას ოჯახის წევრებისგან არ ვანსხვავებთ, მაგრამ ჩვენი საკვების მისთვის გაზიარება, დანაშაულია. თუმცა, როცა არ იცით, ძნელია თავად განსაზღვროთ ძაღლის რაციონი. ამიტომ, ძაღლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები რომ ავიცილოთ, სჯობს მას მზა საკვები ვაჭამოთ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. მას შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 წლის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.
ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს, თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. არც ესაა სწორი დამოკიდებულება. ვეტერინარები ირწმუნებიან, რომ ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ყურადღება მიაქციეთ ძაღლის აქტივობასაც. იმ ძაღლს, რომელიც კორპუსში ჰყავთ გამოკეტილი, ნაკლებად სჭირდება კვება, ვიდრე მას, რომელიც ეზოში იზრდება და უფრო აქტიურად ცხოვრობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!