ჰავაიზე კანონი მიიღეს, რომელიც ძაღლებს ხმამაღალ ყეფას უკრძალავს. წესრიგის დამცველებს უფლება ეძლევათ, ძაღლის პატრონები არა მხოლოდ დააჯარიმონ, არამედ განსაკუთრებით ხმაურიანი ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში წაიყვანონ.
მთავარი კრიტერიუმი ყეფის ხანგრძლივობაა - უკანონოდ ითვლება 10 წუთი გაუჩერებლად ყეფა. ასე რომ, ამიერიდან პოლიციელებს მოუწევთ, ხელბორკილის და იარაღის გარდა, თან წამზომიც იქონიონ.