ხანძრის შედეგად ნაფარეულში 10 ჰექტარი ვენახი დაიწვა.
ხანძრის შედეგად ნაფარეულში 10 ჰექტარი ვენახი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.
ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ვენახის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
სახანძრო სამსახურის ბრიგადები ხანძრის ჩაქრობას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.