2012 წლის 24-25 მარტს მოსკოვში გაიმართა 21-ე საერთაშორისო გამოფენა ”ევრაზია”. მან შეკრიბა სტუმრების რეკორდული რაოდენობა და რაც მთავარია, 15 000-ზე მეტი მონაწილე მთელი მსოფლიოდან. გამოფენის მონაწილეები იბრძოდნენ არა მხოლოდ ”ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელის” და ”ყველაზე პერსპექტიული ლეკვის” სტატუსის მოსაპოვებლად, არამედ ყველაზე მოდური ძაღლის საპატიო წოდებისათვისაც.
ორგანიზატორების თქმით, ძაღლები გამოფენაში მონაწილეობით იღებენ უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე მათი პატრონები.
”როგორც დღესასწაულზე, ისე მოდიან. მათ იციან, რისთვისაც მოდიან აქ. ისინი აქ დადიან, წარადგენენ თავიანთ თავს, ესმით, რომ მათ უყურებენ, აფასებენ და ცდილობენ, გამოიყურებოდნენ ღირსეულად”, - აღნიშნა რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ინშაკოვმა.
შეჯიბრებების ეტაპებს შორის ეწყობოდა სანახაოებრივი გამოსვლები, რომლებზედაც ძაღლები სიამოვნებით ახდენდნენ არა მხოლოდ გარეგნული იერსახის, არამედ მოხერხებულობის, სისწრაფის, სისხარტის დემონსტრირებასაც. მაგრამ აი, ფოტოკამერების წინ პოზირება კი არ უყვართ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!