ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » მარტი » 25 » წყალზე არეკლილი ქალაქები    

15:44:31
წყალზე არეკლილი ქალაქები
წყალზე არეკლილი ქალაქები
მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელიც ოკეანის, ტბის, ზღვის, ან მდინარის პირას მდებარეობს. ეს ქალაქები თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ წყლის ზედაპირზე არეკლილი შენობები მათ მეტ ბრწყინვალებას მატებს. ვებ-გვერდმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიოში 10 საუკეთესო წყალზე არეკლილი ქალაქის ნუსხა წარმოადგინა.

ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ-იორკი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია შეერთებულ შტატებში. ქალაქის ფარგლებში 5 რაიონია.

ტურისტებს აღაფრთოვანებს ცათამბჯენები, რომლებიც მრავლადაა ქალაქში. ქალაქი საერთაშორისო ფინანსების, პოლიტიკის, გართობისა და კულტურის ცენტრია. ნიუ-იორკი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ ქალაქთაგანია მუზეუმთა, გალერეათა, უმაღლეს სასწავლებელთა, მედიის, საერთაშორისო კორპორაციათა და საფინანსო შენობათა რაოდენობით. ქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობს. 

კუალა-ლუმპური, მალაიზია: კუალა-ლუმპური მალაიზიის დედაქალაქია და მდინარეების - კლანგისა და გომბაკის შესაერთთან მდებარეობს. ის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მალაიზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია.

კუალა-ლუმპურში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტყუპი შენობებია. ამ ქალაქშია მსოფლიოში ცნობილი Petronas ტყუპი კოშკები, რომელიც მალაიზიის სიმბოლოს წარმოადგენს.

ლოს-ანჯელესი, ამერიკის შეერთებული შტატები: ლოს-ანჯელესი მოსახლეობის მასშტაბის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ნიუ იორკის შემდეგ, რიგით მეორე ქალაქია. ლოს-ანჯელესი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული ცენტრია. ქალაქი მსოფლიოს გასართობი, კულტურული და მოდის ცენტრია. ლოს-ანჯელესი მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ ქალაქებს შორის მესამე ადგილზეა. უამრავ ადამიანს ხიბლავს ქალაქის საამური კლიმატი, ცხოვრების სწრაფი რიტმი და "ამერიკული ოცნების" ახდენის შესაძლებლობა.

მილოუკი, ამერიკის შეერთებული შტატები: მილოუკი შეერთებულ შტატებში რიგით 28-ე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია. ქალაქი მიჩიგანის ტბის ნაპირას მდებარეობს. 

მადრიდი, ესპანეთი: ესპანეთის დედაქალაქი ევროკავშირის ქვეყნებში მესამე დიდი ქალაქია. 

გარდა ამისა, ევროპის ქალაქებში ის ყველაზე მეტად გამწვანებულია. ქალაქის ფართობი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.

ჰონგკონგი: მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრი. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციაში შედის. მას ყველაზე უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. ჰონგკონგში 7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.

პერტი, დასავლეთ ავსტრალია:პერტი ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქია. მან მსოფლიოში "სინათლის ქალაქის" სახელი დაიმკვიდრა. ქალაქი მდინარე "გედის" ნაპირას მდებარეობს.

მანილა, ფილიპინები: ქალაქი მანილას ყურის ნაპირზე მდებარეობს. ის ფილიპინებში რიგით მეორე ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 

სინგაპური: ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით. ის 63 კუნძულისგან შედგება. ქვეყნის ნახევარი გამწვანებულია. ტურისტები სინგაპურს სამოთხეს უწოდებენ და მისი სილამაზით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

ვანკუვერი, კანადა: ვანკუვერი კანადის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის სიდიდით მესამე ქალაქია კანადაში. 603  000 მოსახლით, ქალაქი კანადის ქალაქებს შორის მერვე პოზიციაზეა. ქალაქში არის მხატვრული ფილმების სტუდიები. მას "საცხოვრებლად ყველაზე ადვილად შესაგუებელი ქალაქის" ტიტული მიანიჭეს.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/50139-tsyalze-areklili-qalaqebi.html#ixzz1q80GRqEN


წყარო
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 3792 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика