ნუ გავწირავთ ქართულ ნაგაზს!
25 თებერვალს თბილისი კავკასიური და ქართული ნაგაზების რიგით მეცამეტე გამოფენას უმასპინძლებს. სამწუხაროდ, გამოფენაში მონაწილეობისთვის ძაღლების პატრონები დიდად არ აქტიურობენ. მათი ერთი ნაწილი ამჯობინებს, ძაღლები სისხლიან ორთაბრძოლებში გაიყვანოს, რათა ოთხფეხა მეგობარმა ფული აშოვნინოს, ვიდრე საერთაშორისო გამოფენებზე ოცი ლარი გადაიხადოს და მსოფლიოს დაანახოს ქართული ნაგაზი, როგორც უძველესი ეროვნული მემკვიდრეობა. იქ კი, სადაც ჯიშის გენეტიკური ღირსებები უნდა დაფიქსირდეს და სელექციისთვის საუკეთესო ეგზემპლარები შეირჩეს, ბევრი ჯიშიანი ძაღლი უყურადღებოდ რჩება.