ძლიერი ყინვებისა და დიდთოვლობის მიუხედავად, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მოულოდნელად საკურა აყვავდა. ამ მოვლენამ ადგილობრივი ბოტანიკოსები გააოგნა. ქალაქის ქუჩებში, სადაც -5 გრადუსი ყინვაა, ხეებზე სანტიმეტრზე დიდი დიამეტრის ყვავილები გაიშალა. ქალაქში უკვე სამი დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარქვეშ აყვავებულ საკურას უამრავი ფოტოგრაფი იღებს.
"წელიწადის ასეთ დროს და ასეთ ამინდებში საკურას აყვავება ყველა წესის დარღვევაა. ამას ახსნას ვერავინ უძებნის", - აცხადებს ქალაქის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი.
საკურა დეკორატიული ხეა, რომელიც ვარდისებურ ყვავილებს ისხამს. ის იაპონიის კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.