ინდოეთის ოკეანეში, ანდამანის კუნძულებზე მოგზაურობის დროს, ფოტოგრაფმა დენიელ ბოტელომ ფირზე უნიკალური სპილო, რაჯანი აღბეჭდა. ის უკანასკნელი ინდური სპილოა დედამიწაზე, რომელსაც ოკეანეში ცურვა შეუძლია. მოცურავე სპილოები ანდამანის კუნძულებზე ადრე ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
"ფოტოების გადაღების დროს სიკვდილს გადავურჩი, - იხსენებს ბოტელო, - ძლიერმა ტალღამ ორიენტაციის უნარი წამართვა და წყლის ფსკერზე ქვიშაში აღმოვჩნდი. მიუხედავად შიშისა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი წუთები იყო".
სპილო დღეში ორჯერ, 10-10 წუთის განმავლობაში ცნობისმოყვარე ფოტოგრაფის თანხლებით ცურავს.
მომზადებულია ТСН-ის მიხედვით.