ევროპაში ყინვების გამო სიკვდილიანობა იზრდება
გაუსაძლისმა ყინვებმა და თოვლის უხვმა ნალექმა ტემპერატურა საგრძნობლად დააგდო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ყინვების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა უკრაინაში, ხოლო 10 პოლონეთში. გარდაცვლილები არიან ასევე სერბეთსა (3 ადამიანი) და ბულგარეთში (1 ადამიანი). უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში სავადმყოფოებს 600-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა მკურნალობის თხოვნით. ისინი სხეულის გაყინული ადგილებისა და ჰიპოთერმიის მკურნალობას ითხოვენ. სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიხედვით, ტემპერატურა უკრაინაში დღე -16 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამით -23 გრადუსამდე ეცემა.
პოლონეთში ძლიერი ყინვები პარასკევიდან დაიწყო, როდესაც ტემპერატურა -26 გრადუსამდე დავარდა. სინოპტიკოსების თქმით, ყინვები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და შეიძლება -30 გრადუსსაც მიაღწიოს. ბულგარეთისა და ჩეხეთის მთავრობა უსახლკარო ხალხს საჭმლითა და სითბოთი უზრუნველყფს.