სახას რესპუბლიკაში 50-გრადუსიანი ყინვის გამო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მეწველ ძროხებს კურდღლის ბეწვისგან შეკერილი ბიუსტჰალტერები ჩააცვეს, რათა საქონლის ჯიქანი მოყინვისგან დაიცვან.
"ბიუსტჰალტერი სამკუთხედის ფორმის დათბილული ნაჭერია, რომელზეც კურდღლის ბეწვია გადაკრული. მას სამი ღვედი აქვს მიკერებული, ორი ძროხის ტანზე იჭიმება და იკვრება, მესამე კი კუდის ქვეშ", - აცხადებს ცხრა ძროხის მფლობელი ნატალია სემენოვა.
მისი თქმით, თუ ძროხას ბიუსტჰალტერს არ ჩააცმევენ, მას ცურის მოყინვა და რძის დაკარგვა ემუქრება, რის შემდეგაც საქონელს ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.
"ვინმეს შესაძლოა, ეს უჩვეულოდ ან სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია", - აღნიშნა სემენოვამ.
ხანგრძლივი თბილი ამინდების შემდეგ სახას რესპუბლიკაში 50-გრადუსიანი ყინვაა. 9 იანვარს ამგინის რაიონში ტემპერატურა 55 გრადუსამდე დაეცა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!