ინგლისში, ქალაქ პლიმუთში ერთ-ერთი სკოლის დირექციამ დაიქირავა გაწვრთნილი მიმინოები - "ჯასპერი", "ჰოუპი" და შევარდენი "მონტი", რასაკვირველია, თავის
ბაზიერებიანად. საქმე ის არის, რომ მონადირე ფრინველები შესვენებებზე სკოლის მოსწავლეებს ყაჩაღი თოლიების თავდასხმისგან იცავენ! ბაცაცა თოლიები თურმე ბავშვებს ატერორებდნენ - ხელიდან სტაცებდნენ ბუტერბროდებს. შედეგით დირექცია მეტად კმაყოფილია, მიმინოებმა და შევარდენმა დასახულ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. ამასთან, ფრთოსანი "მცველები" ბიოლოგიისა და ეკოლოგიის გაკვეთილებზე "ცოცხალი თვალსაჩინოების" როლსაც ასრულებენ.