ახალი წელი კარს მოგვადგა, მთელი ქვეყანა ახალ 2012 წელს იმედის თვალით შეცქერის და მოდით წელი სახალისო და საინტერესო თემებით გავაცილოთ, ახალ წელს კი აგრეთვე მხიარულად შევხვდეთ. ჩვენთან უცნაურობისა რა მოგახსენოთ მაგრამ გოზინაყი და საცივი ნამდვილად ბლომად იქნება, აგრეთვე ღვინო, კვლავ ღვინო, დილით ნაბხუსევი და საღამოს მთვრალი ხალხი. შემდეგ ეს ორომ-ტრიალი ჩაცხრება და ისევ მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ეს ყველაფერი, ხომ ყოველმა ჩვენგანმა კარგად იცის, საინტერესოა როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქხალ წელს, სადამდე წვდება ადამიანთა ფანტაზია და რამდენად სახალისოა ესა თუ ის ტრადიცია მსოფლიოს გარშემო.
გერმანია
1. როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის აშკარა გამოვლინებაა ტრადიცია სახელად "ტყვიის ჩამოსხმა”, აღნიშნულ ტრადიციას "წინასწარმეტყველების” ფუნქცია გააჩნია, გერმანელები და ავსტრიელები იღებენ ტყვიის ნაჭერს, ადნობენ კოვზზე და შემდეგ ასხავენ წყლით სავსე ჭურჭელში, იმის მიხედვით თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაცივებული ტყვია დგინდება თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგალითად თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ გამოსახა ღუზა, თქვენ მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ, უკაცრაცვად მაგრამ თქვენ გელით სიკვდილი!!!
ეკვადორი
2. ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენ ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია, ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული, აგროვებენ და წვავენ, ეს კი ძველთან და არასასიამოვნოსთან განშორების სიმბოლოა.
მექსიკა და ბოლივია
3. მექსიკაში და ბოლივიაში ყველაფერი გაცილებით სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანასი ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან თავიანთ ტრუსებს მით უკეთეს ახალი წელი ექნებათ.
ფილიპინები
4. თუ მექსიკელები და ბოლივიელები მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას ეძებენ, ფილიპინელებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ მომავალი წლისათვის, ისინი ტანსაცმელზე ქარგავენ ან ხატავენ მრგვალი ფორმებს და ჩუქურთმებს, ეს მათთვის ფულის მომასწავლებელია, ფილიპინელები მომავალ წელს ჯეკპოტის მოგებას გეგმავენ და გათვლა ფულზეა ორიენტირებული.
ჩილე
5. ეს უკვე უცნაური არა, ეს მართლაც საოცრებაა, ჩილეს ქალაქ ტალკაში ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე ხნით ადრე ქალაქის მოსახელობა მიდის სასაფლაოზე და ჯდება მათი მიცვალებულების საფლავებთან, ზის და ელოდება ახალი წლის დადგომას, აი როგორ უნდა აღნიშნო ახალი წლის დადგომა მთელი ცხოვრება, საინტერესოა სააღდგომო ტრადიცია როგორიღა იქნება.
გერმანია
6. ახლა კი კვლავ გერმანიას დავუბრუნდეთ, ახალ,ი წლის ღამეს გერმანელების ოჯახში ყველა უყურებს ბრიტანულ ტელეშოუს "ვახშამი ერთისათვის”, არავინ იცის, რატომ და როგორ, მაგრამ ეს ასე 1972 წლიდან ხდება.
დანია
7. დანია, კოპენჰაგენი, 1 იანვარი, დილის 8 საათი, გამოდის დანიელი ტომასონი, ან ინგმარსონი სახლიდან და მის კართან უამრავი ძველი საჭმელი ყრია, ეს მას სულაც არ უკვირს და გზას აგრძელებს, მან იცი რომ ეს მისი მეგობრების ნამოქმედარია, ტრადიციულად დანიაში მეგობრები ერთმანეთს საჭმელებს უყრიან კარებთან, თუმცა ეს სასიამოვნო იქნებოდა საწმელი ახალი და დაუზიანებელი რომ ხვდებოდეთ დილით კართან.
პუერტო რიკო
8. და ბოლოს ჯენიფერ ლოპესის სამშობლო პუერტო რიკოში შედარებით სასიამოვნო და სუფთა ტრადიცია სცოდნიათ, ისინი მთელი სახლის დალაგებას და დასუფთავებას იწყებენ 31 დეკემბერს და 1 იანვარს ასრულებენ, ისინი რეცხავენ და წმენდენ ყველაფერს რათა წინა წლის ჭუჭყი შემდეგ წელში არ გადაიყოლონ.
იმედია მოგეწონათ და ცოტა გახალისდით :)
წყარო: barcelonismo.wordpress.com