არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ჩეხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან ეგზოტიკური ცხოველების დიდი პარტიის გაყვანას ცდილობდა. ჩხრეკისას პოლიციამ მის ჩემოდანში 247 იშვიათი რეპტილია და მოლუსკი აღმოაჩინა.
ჩეხი კარლ აბელოვსკი მადრიდში გაფრენას აპირებდა. მისი ბარგის კონტროლისას ინფრაწითელმა სხივებმა დარღვევა დააფიქსირა. აეროპორტის თანამშრომლები გაოგნდნენ - საკონტროლო დანადგარის ეკრანი აშკარად მიუთითებდა, რომ ჩემოდანში ცოცხალი ორგანიზმი იყო.
დეტალური დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ჩემოდნიდან პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერებში დაბინავებული შხამიანი გველები და მათი წიწილები ამოიყვანეს. ზოგიერთი ცხოველი უიშვიათეს, გადაშენების პირას მყოფ სახეობებს მიეკუთვნებოდა. მათი ვაჭრობის მიზნით გამოყენება საერთაშორისო კონვენციით იკრძალება.
ზოგიერთი რეპტილია ჟანგბადის უკმარისობით ჩემოდანშივე გაგუდულიყო. აბელოვსკი კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.