1. ალბათ არ ელოდით ამ ჩამონათვალში ამ გოჭის ნახვას, თუმცა აღმოჩნდა , რომ ღორები გამოირჩევიან კარგი მახსოვრობით და ინტუიციით, ისინი რეაგირებენ თვისი სახელის დაძახებისას და იციან რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობაც კი. მათ ააქვთ რთული სოცილური სტრუქტურა და ზოგიერთ პრიმატებზე უფრო მეტად შეუძლიათ გადაწყვიტონ ტესტი აზროვნებაზე.
2. თუთიყუში ჟაკო ითვლება ძალიან ჭკვიან ფრინველად. თუთიყუშის ეს სახეობა გაოცებას იწვევს თავისი გამჭრიახობით და ერთგულებით. მას შეუძლია 50-მდე ობიექტის განსხვავება.
3. სპილოები ძალიან ჭკვიანი და ემოციური არსებები არიან. ისინი განიცდიან თუ მათი მეგობარი მოკვდება, შეუძლიათ იცნონ ის თავის ქალის მიხედვითაც. შეუძლიათ რამდენიმე დღე იწვნენ დაღუპულ მეგობართან, სანამ ის არ გაიხრწნება.
4. ზღვის ლომი აგრეთვე მიეკუთვნება იმ ცხოველების რიგს, რომელთაც შეუძლიათ ლოგიკური აზროვნება. შვიდი წლის ზღვის ლომმა პიომ ამოხსნა მარტივი ლოგიკური მათემატიკური დავალება.
5. შიმპანზეები დიდი ხანია ცნობილი თავისი აზროვნების უნარით. ცნობილია , რომ მათ შეუძლიათ დაგეგმონ წინასწარ თავისი მომავალი, წინასწარ ფიქრობენ თავინთ მომავალ ქმედებებზე.
6. ძაღლები უძველესი დროიდან ცნობილია , როგორც ადამიანის დიდი მეგობარი, ძაღლებს შეუძლიათ ისწავლონ 300-მდე სიტყვა. მის ჭკუას ადარებენ, 2 წლის ბავშვის ჭკუს.
7. სიაში მოხვდა ყვავიც, ყვავებს ააქვთ დიდი ზომის ტვინი. შეუძლიათ ფიქრი, ემოციების გამოხატვა. ისინი დიდი შემოქმედნი არიან, შეუძლიათ სწორად შეარჩიონ იარაღი, რაიმე ოპერაციის შესასრულებლად.
8. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, აფრიკის ბაბუინები თავისი ქმედებებით ადამიანებს წააგავენ. მათ ააქვთ რთული სოციალური სისტემა, შეუძლიათ სტრესის განცდა და შეუძლიათ აბსტრაქტული აზროვნება.
9. ჭიანჭველები არიან ძალიან ცბიერი არსებები, ისინი იკრიბებიან დიდ ჯგუფებად და უშვებენ თავისთან უფრო პარატარა კოლონას რათა მერე დაიმონონ ისინი. შეუძლიათ მზით ორიენტირება.
10. დელფინები იმ იშვიათ არსებებს შორის არიან, რომელთაც შეუძლიათ სარკეში იცნონ თავი. მათ იციან თუ ვინაა თავისი დედა, გჯგუფის ლიდერი და ასე შემდეგ.
წყარო:ucnauri.com