პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს კანონში "იარაღის შესახებ” შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ნადირობის მიზნით განკუთვნილი სანადირო იარაღის შემოტანა–გატანა უმარტივდება. არსებული კანონი, "უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა” 2008 წლიდან მოქმედებს. კანონში აღნიშნულია, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე, ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა.
დაწვრილებით...
|