უელსის პატარა ქალაქ იამბის სანაპიროზე მოსეირნე დამსვენებლები უჩვეულო მოვლენის შემწრენი გახდნენ. ზღვა მათ კაპუჩინოთი გაუმასპინძლდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მოვლენა სულ რამდენიმე წუთში სრულიად მოულოდნელად მოხდა. თინეიჯერ სერფერთა გუნდი მორიგ ტალღას ელოდებოდა, როდესაც ზღვამ ნაპირზე რაღაც მკვრივი მასა გამორიყა.
რამდენიმე წუთში მთელი სანაპირო ქაფში ჩაიფლა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქაფი, რომელიც ზღვამ გამორიყა, მარილის, წყალმცენარეებისა და სხვა სახის ნარჩენების ერთმანეთთან რეაქციაში შესვლის შედეგად წარმოიქმნა.
როგორც აღმოჩნდა, ”ზღვის კაპუჩინო” სულაც არ ყოფილა მავნებელი, ის ძალიან მალე დნება.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!