ბრიტანეთის ერთ-ერთ ოჯახში ორ ენაზე მოსაუბრე თუთიყუში ბინადრობს.
ჩიტი-ბილინგვა თავისი ენობრივი შესაძლებლობებით მთელ მსოფლიოს აოცებს. თუთიყუში ინგლისურ და ურდუს ენაზე საუბრობს, ანუ კომუნიკაციას ამყარებს როგორც ინგლისელ, ასევე ინდოელ და პაკისტანელ მოსაუბრეებთან.
ნაცრისფერი შეფერილობის თუთიყუშმა, სახელად მიტუმ, მუსლიმანური მისალმებაც იცის, მის წარმოთქმულ "ასალამ ალეიქუმს" და "ბისმილაჰს" მუსლიმანი მნახველები აღტაცებაში მოყავს.
მიტუ მხოლოდ 2 წლისაა და მისი გამორჩეული უნარები მხოლოდ "ენების ცოდნით" არ ამოიწურება. თუთუყუშს ხმების იმიტაციაც კარგად გამოსდის.
"შეუძლია ძაღლივით იყეფოს, ძალიან კარგად გამოსცემს მაცივრის ხმასაც", - ამაყად ამბობს ფრინველის მეპატრონე ჯაფარ ახმედი.
მსოფლიოში ყველაზე გონიერ ფრინველად ჟაკოს, იგივე რუხი ჯიშის თუთიყუში მიიჩნევა. მისი გონებრივი შესაძლებლობები მეოთხეკლასელი ბავშვის ექვივალენტია.
ჟაკოს სამშობლო აფრიკაა, თუმცა ის მთელ მსოფლიოში ჰყავთ მოშინაურებული.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!