ავსტრალიის ქალაქ კეირნსში ადგილობრივი მოსახლეობა ნიანგმა დააფრთხო. რეპტილია მეეზოვეებმა კანალიზაციის ჭაში შენიშნეს. 1,5 მეტრი სიგრძის ნიანგი ჭიდან ამოძვრა და ხალხს თავს დაესხა.
თვითმხილველებმა დასახმარებლად ველური ბუნების დაცვის თანამშრომლები გამოიძახეს. მათ მტაცებელს პირი გადაუხვიეს, მჭიდრო ტომარაში ჩასვეს და ვეტერინართან წაიყვანეს. თუ ნიანგი ჯანმრთელი აღმოჩნდება, მას ბუნებაში გაუშვებენ.
არავინ იცის, როგორ ხვდებიან ნიანგები კანალიზაციაში. ასეთი შემთხვევები ავტრალიაში განსაკუთრებით ხშირია. მავანნი ფიქრობენ, რომ ნიანგებს საკანალიზაციო არხებში მათი პატრონები უშვებენ, როცა რეპტილიები ძალიან დიდები ხდებიან.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!