მთავარი » 2011»ივნისი»3 » ესპანეთში მხატვარი ცხენის ნახატების გამოფენა იხსნება
18:15:12
ესპანეთში მხატვარი ცხენის ნახატების გამოფენა იხსნება
13:40 / 02-06-2011
ესპანეთში, ბარსელონას საგამოფენო დარბაზში 4 წლის ცხენის - "ნაპოლეონის" მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა იხსნება. ექსპოზიციას "აბსტრაქციები საჯინიბოში" დაარქვეს.
"ნაპოლეონმა" მხატვრობა მაშინ დაიწყო, რაც მისმა პატრონმა მხატვარ მეგობარს სერხიო კაბალიეროს მისი ცხენისთვის ტილოებისა და საღებავების მოტანა სთხოვა.
"ნაპოლეონი" თავის ნახატს ასე ქმნის: კბილებში საღებავით დასველებული ფუნჯი უჭირავს და თავის ქნევით გადააქვს ფერი ტილოზე. როცა კაბალიერო ხედავს, რომ ესა თუ ის ფერი ტილოზე საკმარისია, "ნაპოლეონს" სხვა ფერის საღებავში დასველებულ ფუნჯს აწვდის.
"ტილოებზე სხვადასხვა ფოტოსურათები გადამაქვს, შემდეგ ნაპოლეონს მათ გაფერადებას ვანდობ. მე მხოლოდ საღებავის ფერებსა და ტილოს ზომებს ვარჩევ", - ყვება კაბალიერო.
მხატვრის თქმით, "ნაპოლეონი" აბსტრაქტული და იმპრესიონისტული სტილის მიმდევარია და მისი ნახატები ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვილემ დე კუნინგის ნამუშევრებს მოგაგონებთ.
"ნაპოლეონი" საკმაოდ წარმატებული მხატვარია. მისი რამდენიმე ნახატი ევროპელმა კოლექციონერებმა 3300 და 6000 ევროდ უკვე შეიძინეს.
გამოფენა სახელწოდებით "აბსტრაქციები საჯინიბოში" 9 ივნისს გაიხსნება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!