მთავარი » 2011»მაისი»30 » მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის ნაკრძალი და ქობულეთის ეროვნული პარკი ეკო-ტურისტებს ელოდება
21:22:38
მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის ნაკრძალი და ქობულეთის ეროვნული პარკი ეკო-ტურისტებს ელოდება
2011 წლის 27 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, მტირალას ეროვნულ პარკის ადმინისტრაციაში ტურისტულ სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით აჭარის ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციაზე განხილული იქნა მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშისა და ქობულეთის ნაკრძალის ტურისტული პოტენციალი, ეროვნული პარკების ტურისტული ინფრასტრუქტურის გაცნობა და პოპულარიზაცია. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის ყველა ტურ-ოპერატორი და აჭარის ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები ღონისძიების მიზანია ეკო - ტურიზმის განვითარება და ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების პოპულარიზაცია.
გამოყენებულია www.dpa.gov.ge-ს და www.mtiralapa.ge-ს მასალები
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!