24 აპრილს საცხენოსნო სპორტულ კომპლექსში ”ბინა” დასრულდა ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი ოთხდღიანი საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირი. მოედანზე, სადაც შეჯიბრება ტარდებოდა, მოწყობილი იყო 13 დაბრკოლება და გათვალისწინებული იყო 16 ნახტომის შესრულება, მაქსიმალური სიმაღლე - 150 სანტიმეტრი, ხოლო დროის ნორმატივი - 84 წამი. სულ CSI 4* კატეგორიის შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა 14 სპორცმენი 28 ცხენით აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, მოლდოვეთიდან და ბელორუსიიდან. საქართველოდან მონაწილეობდნენ შალვა გაჩეჩილაძე ცხენით ”კონრად დელუქსი” და კახაბერ კიკიანი - ცხენით ”კალიცა მს”. შეჯიბრებებს მსაჯობდა თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან მოწვეული არბიტრების ჯგუფი. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენდა 261 000 ამერიკულ დოლარს. შეგახსენებთ, რომ საცხენოსნო შეჯიბრებებში მაქსიმალურ კატეგორიად ითვლება 5*, ხოლო ეს ტურნირი გახლდათ პირველი 4* კატეგორიის ტურნირი, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში. 2011 წელს აზერბაიჯანში დაგეგმილია 7 საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელთაგან 3 უკვე იყო ორგანიზებული. წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის მასალებიდან
წყარო:
|