ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » აპრილი » 23 » 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!    

01:29:27
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა!

შეაჩერე კლიმატის ცვლილება, ითამაშე შენი როლი` – ამ სახელწოდების ერთობლივი აქციით რამდემე ორგანიზაციამ ვარდების მოედანზე დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნა. მოედანზე, `მწვანე` ანუ ჰიბრიდული მანქანების გამოფენა მოეწყო, რომლებიც ერთდროულად შიდა წვისა და ელექტროძრავებითაა აღჭურვილი. ავტომობილები საწვავის მოხმარების სიმცირით და ეკოლოგიური დაბინძურების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ღონისძიებას თბილისის მერიც დაესწრო. გიგი უგულავამ ასეთი ტიპის ავტომობილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკოლოგიური უსაფრთხოების თვითშეგნება მოსახლეობაში ნაკლებია, მაგრამ თბილისის მერია ყველანაირად ცდილობს, სხვადასხვა პროექტებით მოქალაქეებში აამაღლოს ეკოლოგიური საკითხების აქტუალობა.

დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, სადაც 50-მდე სტუდენტმა სიმბოლურად დედამიწა გამოსახა. წელს ყველა მონაწილე ერთიანდება ერთი თემის ირგვლივ -"მილიარდი მწვანე ქმედება", რომელიც მიზნად ისახავს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

პარალელურად, მონაწილეებმა მოსახლეობას დაურიგა საინფორმაციო ბროშურები და საჰაერო ბურთები სპეციალური სლოგანით - "დედამიწელები დედამიწისთვის", სამხატვრო აკადემიის სტუდენებმა კი მსურველებს სახეზე დედამიწის დღის ლოგო დაახატეს. აქციაში მონაწილეობას ,,მომავლის სახლის" აღსაზრდელებიც იღებდნენ. ღონისძიება სოფელ შავშვებში გაგრძელდება, სადაც ახალგაზრდებმა დევნილ ბავშვვებს "დედამიწის სკვერი" მოუწყეს და სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის 100 ნერგი დარგეს.
აქცია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების - "მწვანე კლუბი", "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი," "მწვანეთა მოძრაობა" ორგანიზებით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ყოველ წელს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, მცხეთის ჯვრის ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გასუფთავდა.

დასუფთავების აქციას პრეზიდენტიც შეუერთდა. მიხეილ სააკაშვილმა გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა და ხეებზე ფრინველებისთვის ხელოვნური ბუდეებიც მიამაგრა.

ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, დღეს, 200-მდე ნერგი დარგეს.

მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთა დასუფთავების აქციების განხორციელებას პერმანენტულად გეგმავს.

გამწვანების აქციები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც.

www.rustavi2.com-ის და moe.gov.ge-ს მასალებიდან



წყარო
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2465 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика