ბაზიერთა ასოციაციის თავჯდომარის ბატონი გივი ჩოგოვაძის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. იგი იყო ამ ასოციაციის დამფუძნებელი და უცვლელი თავჯდომარე შექმნიდან 1967-ში გარდაცვალებამდე 2005 წლის 20 აპრილს. ბატონი გივი ჩოგოვაძის რუდუნებით მსოფლიომ გაიგო დამჭერ ფრინველთა ნადირობის ქართულ-ლაზური წესის შესახებ. პეტრე "პაჭუ" ჟორდანიასთან ერთად მათ შესძლეს რეგულარული ხასიათი მიეცათ ბაზიერთა ადგილობრივი, რაიონული, ეროვნული და საკავშირო შეხვედრებისა და ბაზიერთა პირველობებისათვის. საქართველოს ბაზიერთა ასოციაცია გივი ჩოგოვაძის თავჯდომარეობის დროს მიღებულ იქნა ბაზიერთა საერთაშორისო ფედერაციაში (IAF - International Falconry Association). საქართველოს ბაზიერთა ასოციაცია აღიარებულ იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად. 1986 წ. ქალაქ ბათუმში ჩატარდა ბაზიერთა საერთაშორისო შეხვედრა და პირველი საერთაშორისო კონფერენცია ("დამჭერი ფრინველები და მტაცებელ ფრინველთა დაცვის პრობლემები"). ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ ბატონი გივი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!