2011 წლის 1 აპრილს, ფრინველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ქ. ფოთში გამწვანების აქციები მოაწყო. აქციაში ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ფოთის მე-4 საჯარო სკოლის, მე-13-ე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების, ხობის რაიონის საჯარო სკოლების 700-მდე მოსწავლემ, აღსაზრდელმა, ახალგაზრდული ეკო-მოძრაობის და ქ. ფოთის მერიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა საჯარო სკოლის ეზოებში დარგეს პეკანის, კვიპარისის და ნეკერჩხლის ჯიშის ნერგები. გამწვანების აქციის მიზანია მოსწავლე-აღსაზრდელებში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა. www.dpa.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|