ამა წლის 22– 25 მარტს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტში სტუმრად იმყოფებოდა "EUMETSAT"– ის (ევროპის მეტეოროლოგიური თანამგზავრები) ექსპერტი ალექსეი კრივობოკი. ვიზიტის მიზანი იყო ახალი თანამგზავრული სისტემის "EUMETCast"-ის ინსტალაცია. ახალი თანამგზავრული სისტემა უზრუნველყოფს დედამიწის თანამგზავრული გამოსახულებების და პროდუქციის მიღებას უწყვეტ ოპერატიულ რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზირების ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი თანამგზავრული სისტემის "EUMETCast"-ი საქართველოს მხარეს გადაეცა უსასყიდლოდ პროექტის "თანამგზავრულ მონაცემთა წვდომა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ". www.nea.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|