2011 წლის 30 მარტს, ქალაქ ქუთაისის მერიაში იმერეთის ეკოგიდების გადამზადების სასწავლო კურსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე და საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დარციმელია უძღვებოდნენ. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ქ. ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, ტურიზმის სფეროში მოღვაწე ექსპერტები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორი. პროექტი ’’იმერეთის ეკოგიდების გადამზადება’’ სასწავლო კურსი ხორციელდება კონსულტაციისა და დასაქმების პროექტი (JCP) ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს გიდების ასოციაციისა და ქ. ქუთაისის მერიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, პროფესიონალი ეკოგიდების მომზადება, იმერეთის რეგიონის პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის ქალაქ ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა. პრეზენტაციაზე აგრეთვე განიხილეს ტურიზმის სფეროსთან და გიდის პროფესიასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და იმერეთის რეგიონის განვითარებისათვის სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები. www.dpa.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|