კარი IV.
გარდამავალი ნაწილი
თავი XI.
"ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
მუხლი 69. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით
1. ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა მიღებული იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმების დამტკიცების შესახებ.
2. ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა მიღებული იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები :
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის, მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის, შინაარსის და გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე;
გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება ცხოველთა სამყაროს დაცვის, მისი ობიექტებით სარგებლობის, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება-მოვალეობათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით, გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ე) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში, ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული (განკურნების) მიზნებისათვის საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
თ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების,ოკეანარიუმების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ, რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური (სამოყვარულო) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას" დამტკიცების თაობაზე;
კ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ, რომელთა დატყვევება და ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის აკრძალულია" დამტკიცების თაობაზე;
ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება "მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
მ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება "გამოყენებას დაქვემდებარებული მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ო) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის (მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
პ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე.
რ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ს) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი ეკოლოგიური, ბიოლოგიურ-ეკონომიკური გამოკვლევის, ცხოველთა სამყაროს ობიექტთა სრულფასოვანი აღრიცხვის და მდგომარეობის დაფიქსირების, გარეულ ცხოველთა აღწარმოებისა და მოპოვების ნორმების დადგენისა და სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე დასკვნის გაცემის პროცედურის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ტ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი, სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ფ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე.
ქ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის, გამოყენებისა და შენახვის ირობებისადმი მოთხოვნების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ღ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ყ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
შ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ჩ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება"რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის"შესახებ დამტკიცების თაობაზე;
ც) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის, ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის, იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ", რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან, აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ძ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება სახელმწიფო აღრიცხვას და "სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
წ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ჭ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ხ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ" დამტკიცების თაობაზე;
ჯ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე;
ჰ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ" დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 70. ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების მიღების ვადები
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით 1997 წლის 1 ივლისამდე უნდა შეიმუშაონ და მიიღონ ამ კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ნორმატიული აქტები.
2. ამ კანონის 69-ე მუხლში აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინების საფუძველზე.
3. ამ კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მისაღები ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1997 წლის 1 აგვისტო.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 26 დეკემბერი.
540-რს