კავკასიური სალამანდრა
ტაქსონომიური შენიშნვები
რელიქტური ფორმა,
მცირე კავკასიონის ენდეემი. ტაქსონი ფაქტიურად შესდგება ორი ევოლუციური
სახეობისაგან - Mertensiella caucasica s. str., რომელიც ვრცელდება
ბორჯომის ხეობიდან აბასთუმნამდე და ზეკარის უღელტეხილამდე და Mertensiella
sp. 2, რომელიც ვრცელდება გოდერძის უღელტეხილიდან დასავლეთით თურქეთის
ორდუს რეგიონამდე.ნუსხაში შეტანის მიზეზები
საერთაშორისო
წითელ ნუსხაში სახეობის სტატუსი (VU). მცირე წყვეტილი არეალი.
სახეობისათვის ხელსაყრელი ჰაბიტატების მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო 10
წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობის შედეგად.გავრცელება
მცირე
კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მათ შორის თრიალეთის ქედის უკიდურესი
დასავლეთი ფერდები, მესხეთის და შავშეთის ქედები. საქართველოს გარეთ -
ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთიეკოლოგიური თავისებურებები
ბინადრობს
მცირე კავკასიონის დასავლეთი ნაწილის ტენიან მთის ტყეებში და სუბალპურ
ზონაში, მთის წყაროებთან. ჰაბიტატები ტენიანი, გრილი. ცხოვრების დიდ
ნაწილს ატარებს წყალთან, წყაროების უშუალო სიახლოვეში. მდედრი დებს 10-25
კვერცხს 0.5 სმ დიამეტრით, წყალში ან წყალთან უშუალო სიახლოვეში, კლდის
ბზარებში ან ქვების ქვეშ. კვერცხიდან გამოდის ლარვა სხეულის სიგრძით
დაახლ. 2 სმ, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში წყალში რჩება, შემდეგ
მეტამორფოზს განიცდის და გამოდის ხმელეთზე. ეწევა მალულ ცხოვრების ნირს,
აქტიურია დაბინდების შემდეგ. იკვებება მცირე ზომის, ნიადაგში და წყაროების
ნაპირებთან მობინადრე უხერხემლოებით. ძირითადი საფრთხეები
ბუნებრივი
ჰაბიტატების დეგრადაცია, ძირითადად მთის წყაროებთან არსებული ტყის ჭრის
შედეგად. წყაროების გამოყენება მორების გატანისთვის, რის შედეგადაც
ირღვევა წყაროების კალაპოტი და წყლის რეჟიმი.