ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »
სირიული მყვარი

ტაქსონომიური შენიშნვები
შედარებით ფართო არეალის მქონე სახეობა. უახლოესი ნათესავი - ჩვეულებრივი მყვარის (Pelobates fuscus) აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან. აღწერილია 3 ქვესახეობა, რომელთაგან ჩვენთან გავრცელებულია ქვესახეობა P. s. boettgeri; თუმცა, გენეტიკური ან მორფოლოგიური განსხვავებები ამ ქვესახეობებს შორის ნაკლებადაა შესწავლილი და არაა არავითარი მტკიცებულება, რომ ახლო აღმოსავლეთისა და მცირე აზიის სხვადასხვა ნაწილებში მობინადრე მყვარები ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არეალის სიმცირე, წყვეტილობა და მნიშვნელოვანი კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, ბოლო წლების კვლევამ (Tarkhnishvili, Serbinova & Gavashelishvili, in prep.) აჩვენა, რომ სახეობის მიერ დაკავებული ფართი გაცილებით მეტია, ვიდრე იყო ნავარაუდევი, და შესაძლებელია მომავალში სახეობის ეროვნული სტატუსი შეიცვალოს ”მოწყვლადით”.
გავრცელება
ბალკანების ნახევარკუნძული, თურქეთი, სირია, ისრაელი, ჩრდილოეთ ირანი, აღმოსავლეთ კავკასია. საქართველოში - ივრის ზეგანი, ალაზნის ველის მშრალი ლანდშაფტები, ქვემო და შიდა ქართლი. საქართველოში აღწერილია 88 ლოკალიტეტი.
ეკოლოგიური თავისებურებები
ბინადრობს მშრალ ლანდშაფტებში: სტეპში, არიდულ ბუჩქნარში, ადამიანის მიერ სახეცვლილ არიდულ ლანდშაფტშიც, სიმაღლეზე 1000-1300 მეტრამდე. გვხვდება შედარებით ღრმა (0.5 მ და მეტი) წყალსატევებთან - მცირე ტბებთან, ტბორებთან, დაჭაობებულ არხებთან. თუმცა ერიდება წყალსატევებს, სადაც გვხვდება თევზი (რომელიც მყვარის ქვირითს ანადგურებს), ამიტომ ირჩევს ისეთებს, რომლებიც დროდადრო ამოშრება ხოლმე. ტიპიურია, ზამთრის საძოვრებზე, მყვარის გამრავლება საქონლის სასმელად ამოთხრილ ორმოებში. წელიწადის დიდ ნაწილს ხმელეთზე, ნიადაგში ჩათხრილი ატარებს და ძალზე იშვიათად გვხვდება. გასამრავლებლად მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში ჩადის, შეწყვილებისა და ქვირითის ყრის შემდეგ წყალსატევს ტოვებს. ქვირითის გროვა შოლტის ფორმისაა, მასში 5000-6000 ღია ყავისფერი კვერცხია დიამეტრით 2-2.5 მმ.
ძირითადი საფრთხეები
გასამრავლებელი წყალსატევების ნაკლებობა ან დეგრადაცია, თიხოვანი მიწების ადამიანის მიერ გარდაქმნა, თევზის ხელოვნური შესახლება მცირე ზომის ტბებსა და ტბორებში.
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика