ბუხის ლოკოკინა
ტაქსონომიური შენიშნვები
რელიქტური ფორმაა, სამხრეთ კავკასიონის ენდემი.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
სახეობისათვის ხელსაყრელი ჰაბიტატების (ძირითადად ტენიანი ფართოფოთლოვანი ტყეები) მნიშვნელოვანი შემცირება და არეალის ფრაგმენტაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობის შედეგად. პოპულაციების ბუნებრივად დაბალი სიმჭიდროვე
გავრცელება
დიდ კავკასიონის სამხრეთ ფერდობები აფხაზეთის გარდა, ლიხის ქედი და მცირე კავკასიონი. არეალის ფარგლებში გავრცელება თითქმის მთლიანად ემთხვევა წიფლნარი ტყეების გავრცელებას
ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადი საბინადრო გარემოა მთის ტენიანი, ასაკოვანი ფართო ფოთლოვანი (ძირითადად წიფლნარი) ტყეები ზღვის დონიდან 800 მეტრზე და მაღლა.მისი აქტიურობა მჭიდროდაა დაკავშირებული კლიმატურ პირობებთან. ზაფხულს ცხელ და მშრალ დღეებში, ასევე ზამთრის პერიოდში ჰიბერნაციული პერიოდი აქვს. ზამთრის ჰიბერნაციას ცხოველი ატარებს ნიადაგში (5-10სმ-ის სიღრმეზე), ხოლო ზაფხულისას ნიადაგში, კლდეებზე ან ხის ღეროზე მიმაგრებულ მდგომარეობაში. ხელსაყრელ პირობებში ახასიათებს დღეღამური აქტივობა.
გამრავლებას იწყებს ზამთრის ჰიბერნაციული პერიოდის დასრულებიდან 2-3 კვირაში. ჰერმაფროდიტიზმის გამო შესაძლებელია ორმა ინდივიდმა ერთმანეთი გაანაყოფიეროს. კვერცხის დება იწყება განაყოფიერებიდან 2-4 კვირაში. ინდივიდი ერთ ჯერზე დებს 40-70 კვერცხს ნიადაგში ან ლპობადი ხის მერქანში იმისათვის რომ შენარჩუნებული იქნას ტენიანობა კვერცხის განვითარებისას. გამოჩეკა ხდება კვერცხის დებიდან 2-3 კვირაში. ზრდასრულ ასაკს აღწევენ 2-3 წელიწადში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-10 წელია.
იკვებებიან მცენარეთა ცოცხალი ქსოვილით და ნეშომპალათი.
ძირითადი საფრთხეები
ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაცია. განათების, წყლის და ქარის რეჟიმებზე უშუალო დამოკიდებულების გამო მთის ტყეების ჭრა, გამეჩხერება და ფრაგმენტაცია პირდაპირპროპორციულად მოქმედებს პოპულაციების არსეობობაზე.