ნიამორი
ტაქსონომიური შენიშნვები
ნიამორი მიჩნეულია შინაური თხის პირდაპირ წინაპრად.ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული
შეფასების თანახმად თითქმის მთელი პოპულაცია ერთ გეოგრაფიულ წერტილშია
თავმოყრილი. შემცირებულია მისი გავრცელების ფართობი. დაფიქსირებულია ჭარბი
ექსპლოატაცია.გავრცელება
საქართველოში ნიამორი
თუშეთისა და პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. (2004 წლის
მონაცემებით 125 ინდივიდი)ასევე გვხვდება თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ
პარკში. (დაახლოებით 95 ნიამორი).ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადად
ბინადრობს ციცაბო კლდეებით მდიდარ მშრალ ადგილებში, ზღვის დონიდან
4000მეტრამდე.ზაფხულში ზრდასრული მდედრები ციკნებთან ერთად ძირითადად ტყის
ზონაში იმყოფებიან. ისინი მეტწილად 4-5 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, სადაც
2-3 ზრდასრული მდედრი და 1-2 ციკანი შედის, ხოლო ზრდასრული მამრები
სუბალპურ და ალპურ ზონაში არიან. გვიან შემოდგომაზე ვაცები დაბლა ჩამოდიან
და მდედრებს უერთდებიან.გამრავლების პერიოდი სწორედ ამ დროს ეწყებათ.
ვაცები ჩხუბობენ მდედრის მოსაპოვებლად.მაკეობა გრძელდება 140-დან 160
დღემდე და გაზაფხულის ბოლოს შობს ერთ ან ორ ციკანს. ვაცი სქესობრივ
სიმწიფეს 1,5 წლის ასაკში აღწრვს, თხა - 2,5 წლის ასაკში. ნიამორის
სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 22 წელია.ძირითადი საფრთხეები
ნადირობა
ყველაზე ძლიერ მოქმედი ანთროპოგენული ფაქტორია, რომელიც ნიამორის
რიცხოვნობაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამავე დროს სხვა ფაქტორებთან
ერთად ზღუდავს მის არეალს, რადგან ცხოველები იძულებულნი არიან ბუნებრივად
განსაკუთრებით დაცულ ადგილებს შეაფარონ თავი.